უკრაინა ფრონტის ხაზზე პროგრესს განაგრძობს. საერთშორისო მედიის ცნობით, უკრაინამ ოპერაციის მე-19 დღეს რუსეთის არაერთ რეგიონზე თავდასხმა განახორციელა. არაოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, რომელსაც უკრაინული მედია აქვეყნებს - უკრაინამ ოპერაციის ფარგლებში რუსეთის 15-მდე ნავთობგადამამუშავებელი ობიექტი დააზიანა. ამავდროულად, როგორც ცნობილი ხდება, საფრანგეთში გამართულ ,,მსურველთა კოალცისიის“ შეხვედრის შემდეგ საფრანგეთმა უკრაინას ფრანგული წარმოების ფრთოსანი რაკეტების, მართვადი ბომბებისა და საზენიტო გადამჭერი რაკეტების წარმოების ლიცენზია მისცა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით კი, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა უკრაინაში გაიმართება.