ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევისა და კიბერდანაშაულის გამო სანქციები გააფართოვა. „როიტერის“ ინფორმაციით, სანქციები დაუწესდა VKontakte-სა და მის შვილობილ კომპანიას. მიზეზი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ზედამხედველობით შექმნილი აპლიკაცია MaxApp-ის განვითარებასა და მართვაში მათი მონაწილეობაა. აპლიკაცია MaxApp-ი რუსეთში გასაყიდად განკუთვნილ ყველა სმარტფონზე წინასწარაა დაინსტალირებული. ევროკავშირის ინფორმაციით, ის გამოიყენება რუსეთ-უკრაინის ომის კრიტიკოსებისა და ხელისუფლების მიერ აკრძალული სხვა კონტენტის გამავრცელებელთა დევნისთვის.