„საქსტატსა“ და საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა - Palitra News

„საქსტატსა“ და საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2026-07-14 10:37:46+04:00

„საქსტატსა“ და საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი” ავრცელებს.

„მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და სს „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გაბრიაძემ.

მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეებს შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას. შეთანხმების ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ ერთობლივი პროექტების განხორციელების, პროფესიული გამოცდილების გაზიარების, კონსულტაციების გაწევის, სტატისტიკური და სხვა სახის ინფორმაციის გაცვლის, ასევე ოფიციალური სტატისტიკის პოპულარიზაციის მიმართულებით. თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს კორპორაციის ბენეფიციარებს შორის საქსტატის სტატისტიკური პროდუქტებისა და ელექტრონული სერვისების შესახებ ცნობადობის ამაღლებას, რაც ოფიციალური სტატისტიკის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ზრდას შეუწყობს ხელს.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების კულტურის გაძლიერებას, სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის განვითარებასა და ინოვაციური ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.