ქვეყანაში მრავლად არიან წარმოდგენილნი ადამიანები, რომლებიც გარე ძალებს ემსახურებიან, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ოპოზიციური პარტიების შესაძლო ჯაშუშურ საქმიანობას ეხებოდა.
მისივე თქმით, ნებისმიერ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას კონკრეტული უწყებების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
„სამწუხაროდ, ზოგი პოლიტიკური პარტიის ან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გარე ძალებს ემსახურებიან. ეს ქვეყნისთვის მძიმეა. კონკრეტული ადამიანების მიერ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირება აუცილებლად მოჰყვება“, - განაცხადა კახა კალაძემ.