უკრაინა ფრონტის ხაზზე პროგრესს განაგრძობს. საერთშორისო მედიის ცნობით, უკრაინამ ოპერაციის მე-19 დღეს რუსეთის არაერთ რეგიონზე თავდასხმა განახორციელა. არაოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, რომელსაც უკრაინული მედია აქვეყნებს - უკრაინამ ოპერაციის ფარგლებში რუსეთის 15-მდე ნავთობგადამამუშავებელი ობიექტი დააზიანა. ამავდროულად, როგორც ცნობილი ხდება, საფრანგეთში გამართულ ,,მსურველთა კოალცისიის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ცნობილი გახდა არაერთი ახალი დახმარების პაკეტის შესახებ რომელიც ეტაპობრივად უკრაინას გადაეცემა.