იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 მილიარდ 925 მლნ. დოლარს გადააჭარბა - Palitra News

იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 მილიარდ 925 მლნ. დოლარს გადააჭარბა

2026-07-14 13:49:28+04:00

ამ წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 მილიარდ 925 მლნ. დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.8 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 3 მილიარდ 876 მლნ დოლარზე მეტი იყო და ზრდა გასული წლის 6 თვესთან შედარებით 20.1 პროცენტია, ხოლო იმპორტმა 9 მილიარდს გადააჭარბა, რაც 0.7 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-ივნისში 5 მილიარდ 172 მლნ. დოლარზე მეტი შეადგინა, ეს კი საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზუსტად 40 პროცენტია.