ვის ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველო-ევროკავშირის გართულებულ  ურთიერთობებზე - Palitra News

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველო-ევროკავშირის გართულებულ  ურთიერთობებზე

2026-07-14 15:35:51+04:00

ევროპული სტრუქტურების პირველი პირები მიიჩნევენ, რომ საქართველო-ევროკავშირის გართულებული ურთიერთობები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ბრალია, უფრო მეტიც გუშინ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკურად არ აქვთ და სურთ არა ხელისუფლების, არამედ ქართველ ხალხის მხარდაჭერა. ქართული ოცნება კი ირწმუნება, რომ ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა და კრიზისს თავად ევროკავშირი განიცდის, განაგრძობს მტრულ დამოკიდებულებას საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, მიმართავს კვლავ შანტაჟსა და მუქარას. ევოკავშირი-საქართველო ურთიერთობების ორი მხარე, პასუხისმგებლობების ერთმანეთზე დაკისრება და მუდმივი კრიტიკა - ეს არის ის, რასაც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი ახლა განიცდის.