საერთშორისო მედიის ცნობით, ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება. ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდი რომში დღეს დაიწყება და ხვალაც გაგრძელდება.მოლაპარაკებების დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საპილოტე პროგრამას, რომელიც ლიბანის შეიარაღებული ძალების მიერ იმ ტერიტორიაზე განლაგებას მოიცავს, საიდანაც ისრაელის თავდაცვის ძალები უნდა გავიდნენ.ისრაელის დელეგაციას აშშ-ში ისრაელის ელჩი იეჩიელ ლეიტერი უხელმძღვანელებს.ეს ისრაელსა და ლიბანს შორის პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში მხარეებმა ვაშინგტონში ჩარჩო შეთანხმება გააფორმეს.