საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა - როგორია პოლიტიკური შეფასებები - Palitra News

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა - როგორია პოლიტიკური შეფასებები

2026-07-14 20:26:41+04:00

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები უფრო მეტად დაიძაბა. ბრიუსელი პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს, ხოლო „ქართული ოცნება“ პრობლემის მიზეზად თავად ევროკავშირს ასახელებს.

ევროპული ინსტიტუტების შეფასებით, შექმნილი ვითარება „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგია. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ბრიუსელს საქართველოს ხელისუფლებასთან პრაქტიკულად აღარ თანამშრომლობს და მხარდაჭერის ძირითად ადრესატად ქართველ ხალხს განიხილავს. საპასუხოდ, მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ქვეყანაში კრიზისი არ არსებობს, ევროკავშირი კი საქართველოს მიმართ ზეწოლისა და მუქარის პოლიტიკას აგრძელებს. ურთიერთბრალდებების ფონზე, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო გართულდა.