კრემლში პუტინისა და ცხინვალის დე ფაქტო ლიდერის შეხვედრა საქართველოში პოლიტიკური შეფასებების საგანი გახდა - Palitra News

კრემლში პუტინისა და ცხინვალის დე ფაქტო ლიდერის შეხვედრა საქართველოში პოლიტიკური შეფასებების საგანი გახდა

2026-07-14 20:30:58+04:00

ვლადიმერ პუტინისა და ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერის მოვალეობის შემსრულებლის, მარატ კამბოლოვის, კრემლში გამართული შეხვედრა საქართველოში პოლიტიკური შეფასებების საგანი გახდა.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მოსკოვი ოკუპირებულ რეგიონზე პირდაპირი კონტროლის გაძლიერებას ცდილობს და ხელისუფლებას ამ პროცესზე უმოქმედობას საყვედურობს. „ქართული ოცნების“ პოზიცია ამ თემაზე კვლავ უცვლელია. შეხვედრისას კამბოლოვმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა რუსეთის ფედერაციასთან კავშირს უჭერს მხარს. კრემლში გამართული შეხვედრის შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება.