გლდანში, სარაჯიშვილის ქუჩაზე, თბილისის N14 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის მშენებლობა დაიწყო.
სიმბოლური კაფსულა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორთან, გურამ ოქროპირიძესთან და ბაღის ხელმძღვანელთან ერთად ჩადო. კალაძის შეფასებით, სკოლამდელ განათლებაში განხორციელებული თითოეული პროექტი ქვეყნის მომავალში ჩადებული ინვესტიციაა. ახალი, რვაჯგუფიანი ბაღი დაახლოებით 250 აღსაზრდელს მოემსახურება და თანამედროვე უსაფრთხოების სტანდარტებს დააკმაყოფილებს. მშენებლობის მიუხედავად, ბაღს მუშაობა არ შეუწყვეტია - 2020 წლიდან ის ალტერნატიულ შენობაში ფუნქციონირებს და 117 ბავშვს ემსახურება.