რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა - მისი განმარტებით, შენობა ფუნქციურად გაუმართლებელი იყო და წლების განმავლობაში უფუნქციოდ იდგა.
თბილისის მერის განცხადებით, ობიექტი კერძო საკუთრებაა და დემონტაჟის გადაწყვეტილება სწორედ მესაკუთრემ მიიღო. მისივე ინფორმაციით, მერიაში ტერიტორიის განვითარების არც პროექტი და არც ოფიციალური წინადადება ჯერ არ შესულა. კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ რიყის დოქები წინა ხელისუფლების პერიოდში აშენდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 75 მილიონი ლარი დაიხარჯა და პროექტი თავიდანვე გაუმართლებლად მიაჩნდა. 2025 წელს ტერიტორია კომპანია „მაქრო ფროფერთიმ“ შეიძინა, რის შემდეგაც მთავრობამსასტუმროს პროექტისა და დემონტაჟის განხორციელებას დაუჭირა მხარი.