ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მოწმის სახით „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრები დაიკითხნენ. საქმეზე ბრალდებები წარდგენილი ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეებს. გიორგი ვაშაძესა და ზურაბ ჯაფარიძეს საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას ედავებოდნენ, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.