უკრაინის დარტყმების ფონზე რუსეთში ენერგეტიკულ სექტორში სირთულეები იზრდება - Palitra News

უკრაინის დარტყმების ფონზე რუსეთში ენერგეტიკულ სექტორში სირთულეები იზრდება

2026-07-14 20:38:46+04:00

უკრაინა რუსეთის სამხედრო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს აძლიერებს, რაც უკვე რუსეთის შიდა მდგომარეობაზეც აისახება.

ინტენსიური შეტევების ფონზე კრემლი ენერგეტიკულ სექტორში შექმნილ სირთულეებს თავადაც აღიარებს. რუსეთის სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობა საწვავის დეფიციტსა და ფასების ზრდაზე საუბრობს, რაც სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს ამწვავებს. პარალელურად, უკრაინა დასავლელი პარტნიორების სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის მიღებას განაგრძობს, რათა საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები კიდევ უფრო გააძლიეროს. როგორ აისახა ბოლო ოპერაციები რუსეთის შიდა ვითარებაზე და რა დახმარებას იღებს კიევი დასავლეთისგან, თემაზე ლაკო ვარშანიძე მუშაობს.