როგორ აფასებენ საქართველოში კრემლში ვლადიმერ პუტინისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ლიდერის მოვალეობის შემსრულებლის, მარატ კამბოლოვის შეხვედრას - Palitra News

როგორ აფასებენ საქართველოში კრემლში ვლადიმერ პუტინისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ლიდერის მოვალეობის შემსრულებლის, მარატ კამბოლოვის შეხვედრას

2026-07-15 09:46:05+04:00

კრემლში ვლადიმერ პუტინისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ლიდერის მოვალეობის შემსრულებლის, მარატ კამბოლოვის შეხვედრა საქართველოში პოლიტიკური შეფასებების კიდევ ერთი საგანია. შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპირებულ რეგიონის რუსეთთან ინტეგრაციის საკითხები და სოციალურ ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილეს. კამბოლოვმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ე.წ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის არჩევანი რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო კავშირს უკავშირდება, ხოლო კრემლმა ოკუპირებული რეგიონის მხარდაჭერის გაგრძელების მზადყოფნა დაადასტურა. ქართულ ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ეს არის კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს საკუთარი გავლენის სივრცედ განიხილავს და ამ პოლიტიკას თანმიმდევრულად აგრძელებს. ოპოზიციური პარტიები საქართველს ხელისუფლებას უმოქმედობისთვის აკრიტიკებენ. მათი განმარტებით, ასეთ დროს აუცილებელია საერთაშორისო პარტნიორებთან უფრო აქტიური დიპლომატიური მუშაობა, რათა რუსეთის ქმედებებს ქმედითი საერთაშორისო რეაგირება მოჰყვეს.