როგორ აფასებენ ოპოზიციაში საერთაშორისო კრიტიკულ რეზოლუციებს - Palitra News

როგორ აფასებენ ოპოზიციაში საერთაშორისო კრიტიკულ რეზოლუციებს

2026-07-15 09:52:48+04:00

ოპოზიციის შეფასებით, საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, მაგრამ ერთსა და იმავე პრობლემებზე საუბრობენ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტში ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობის, მედიის თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ზეწოლისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეების გამო. ასევე ხაზგასმულია, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამოა. ოპოზიციური პარტიებში აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ დოკუმენტი მიღებულია სწორედ იმ ორგანიზაციაში, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში არჩევნებს აკვირდებოდა და საარჩევნო პროცესების შეფასებებს ამზადებდა. მათი განცხადებით, მსგავასი კრიტიკა ქართული ოცნებისთვის დამატებითი პოლიტიკური დისკომფორტის მიზეზია.