აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობა გრძელდება. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა განმარტა, რომ ირანმა ბოლო კვირაში შვიდ კომერციულ გემზე დარტყმით მშვიდობიანი მოსახლეობა მიზანში ამოიღო, რის შედეგადაც ეკიპაჟის ათამდე წევრი დაიღუპა, დაიკარგა ან დაშავდა. მისი მტკიცებით, ირანმა ასევე მეზობელი სპარსეთის ყურის ქვეყნების მიმართულებით ათობით რაკეტა და დრონი გაუშვა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მომავალ კვირას ირანის ინფრასტრუქტურას, მათ შორის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დაარტყამს, თუ თეირანი მოლაპარაკებების მაგიდას არ დაუბრუნდება. ამავდროულად, სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით ისრაელის პრემიერ-მინისტრი საუბრობს და აცხადებს, რომ ისრაელი ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის. ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანის მიერ ისრაელის ტერიტორიაზე დარტყმას ძლიერი პასუხი მოჰყვება.