ბრიუსელში, მაღალსართულიან შენობაში ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. „როიტერის“ ცნობით, დაღუპულები, რომელთა რაოდენობის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება, ორი ლიფტიდან ერთ-ერთში იპოვეს. ადგილობრივი შრომის ინსპექციის განცხადებით, ხანძარი ბრუკერის მოედანზე, შენობაში გაჩნდა, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ცნობით, ხანძრის გაჩენის დროს ადგილზე 200-ზე მეტი მუშა იმყოფებოდა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.