ევროკავშირსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა - რას ამბობს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი - Palitra News

ევროკავშირსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა - რას ამბობს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი

2026-07-15 12:39:54+04:00

ევროკავშირსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის შეფასებით, ბრიუსელი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის რეალურ შესაძლებლობას პრაქტიკულად ვეღარ ხედავს და ევროპული გაერთიანება მხარდაჭერის მთავარ ადრესატად ქართველ ხალხს მიიჩნევს. მისივე განცხადებით, ხელისუფლების მოქმედებები ქვეყანას ევროპულ გზას ყოველდღიურად აშორებს. მსგავსი გზავნილები ისმის ევროპარლამენტშიც, სადაც აცხადებენ, რომ გაწევრიანების პროცესი მხოლოდ დემოკრატიული უკუსვლის შეჩერებისა და ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში განახლდება. ქართული ოპოზიციის შეფასებით, სწორედ ხელისუფლების პოლიტიკამ და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის უგულებელყოფამ საქართველო ევროკავშირს ისტორიულად ყველაზე მეტად დააშორა, რის გამოც ბრიუსელი დღეს ხელისუფლების კურსს ემიჯნება.