როგორ ეხმაურებიან ოპოზიციაში სუს-ის მიერ კორუფციის ბრალდებით 28 პირის დაკავებას - Palitra News

როგორ ეხმაურებიან ოპოზიციაში სუს-ის მიერ კორუფციის ბრალდებით 28 პირის დაკავებას

2026-07-15 12:41:25+04:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ კორუფციის საქმეზე მასშტაბური სპეცოპერაცია რამდენიმე რეგიონში ერთდროულად ჩაატარა. გამოძიების ფარგლებში 28 პირი დააკავეს. საქმე რამდენიმე ეპიზოდს აერთიანებს და, საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, როგორც საჯარო მოხელეების, ისე კერძო პირების სავარაუდო დანაშაულებრივ საქმიანობას ეხება. ხელისუფლების შეფასებით, ეს შედეგი ანტიკორუფციული მექანიზმების ეფექტიან მუშაობას ადასტურებს. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ სისტემის რეალური ეფექტიანობა მხოლოდ დაკავებებით არ უნდა შეფასდეს და გადამწყვეტი მნიშვნელობა საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილებებსა და პასუხისმგებლობის სრულად დაკისრებას უნდა მიენიჭოს.