აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმების მორიგი ეტაპი დაასრულა და ჰორმუზის სრუტესთან ათობით სამხედრო სამიზნეს შეუტია. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ირანმა ბოლო კვირაში შვიდ კომერციულ გემზე შეტევა განახორციელა, რასაც ეკიპაჟის წევრთა დაღუპვა, დაკარგვა და დაშავება მოჰყვა. ამავე ინფორმაციით, ირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნების მიმართულებით ათობით რაკეტა და დრონი გაუშვა. მოვლენებს წინ უძღოდა დონალდ ტრამპის განცხადება, რომლის მიხედვითაც, თუ თეირანი მოლაპარაკებებს არ დაუბრუნდება, აშშ მომავალ კვირას ირანის ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე, იერიშებს მიიტანს. სამხედრო ვითარებაზე კომენტარი გააკეთა ბენიამინ ნეთანიაჰუმაც და განაცხადა, რომ ისრაელი ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის.