ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ოპოზიციურ ალიანს შორის კვლავ დაძაბულობაა. პარტია "ფედერალისტებში" მიიჩნევენ, რომ სააკაშვილი ოპოზიციის დეორიენტაციას ცდილობს. თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, სააკაშვილის პოლიტიკური რჩევები ეფექტიანი რომ ყოფილიყო, ეს პირველ რიგში მისი პარტიის მდგომარეობაზე აისახებოდა, რომელიც მისი შეფასებით კრიზისშია. მხარეეებს შორის დაძაბულობის პარალელურად, ალიანსი მორიგი აქციისთვი ემზადება, რომელიც შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს.