ევროკავშირმა მოლდოვასა და უკრაინასთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების კიდევ ერთი მე-6 კლასტერი გახსნა. გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ოთხ მოწინავე კანდიდატს ასახელებს - უკრაინას, მოლდოვას, ალბანეთსა და მონტენეგროს. ამ დროს საქართველოსთვის ევროინტეგრავიის პროცესი შეჩერებულია. ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობასთან კავშირი არ აქვთ და არა ხელისუფლების არამედ ქართველი ხალხის მხარდაჭერა სურთ. ქართული ოცნება პროცესში საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ ხედავს, ამბობს რომ ყველაფერი ევრობიუროკრატიის ბრალია.