ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა - Palitra News

ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა

2026-07-15 15:41:00+04:00

ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს, ლევან გამრეკელს, რომელსაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქურდობას ედავებოდნენ, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა. იმავე რაოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ მასთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირი - პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი. პროკურატურის განმარტებით, ბრალდებულ ლევან გამრეკელს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი, მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების სანაცვლოდ შეეცვალა. როგორც უწყებაში აცხადებენ „ბრალდებულმა ამ ეტაპზე უკვე დაფარა მიყენებული ზიანიდან 2 მილიონი ლარი. რაც შეეხება მიყენებული ზიანის თანხის ნაწილს, ბრალდებულს ასანაზღაურებლად მიეცა კონკრეტული დრო. ბრალდებულ ლევან გამრეკელის უძრავ-მოძრავი ქონება და ანგარიშები დაყადაღებულია.