უნგრეთის თავდაცვის მინისტრი - ჩვენ კარს ვხურავთ რუსებისთვის - მთავრობის ერთ-ერთი პირველი ამოცანა იყო ბოდიშის მოხდა ზოგიერთი მოკავშირისთვის, რომელთა ნატო-ში გაწევრიანებაც წინა მთავრობამ შეაფერხა - Palitra News

უნგრეთის თავდაცვის მინისტრი - ჩვენ კარს ვხურავთ რუსებისთვის - მთავრობის ერთ-ერთი პირველი ამოცანა იყო ბოდიშის მოხდა ზოგიერთი მოკავშირისთვის, რომელთა ნატო-ში გაწევრიანებაც წინა მთავრობამ შეაფერხა

2026-07-15 16:13:40+04:00

უნგრეთმა მოკავშირეებთან ნდობა უნდა აღადგინოს, ხოლო რაც შეეხება რუსებს, ჩვენ კარს ვხურავთ მათთვის, - გამოცემა Telex-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა რომულუშ რუსინ-სენდიმ განაცხადა.

კითხვაზე, თუ რა არის მისი ამჟამინდელი პრიორიტეტი თავდაცვის სფეროში, მინისტრმა უპასუხა, რომ იმისათვის, რომ ახალმა მთავრობამ შეიმუშაოს სტრატეგია, „უნდა გაითვალისწინოს როგორც ქვეყნის, ასევე მისი მოკავშირეების ინტერესები და ღირებულებები“.

„უნგრეთის ინტერესები ემთხვევა მისი მოკავშირეების ინტერესებს და ნდობა უნდა აღდგეს“, - განაცხადა უნგრეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ სწორედ ამიტომ, მთავრობის ერთ-ერთი პირველი ამოცანა იყო ბოდიშის მოხდა მისი ზოგიერთი მოკავშირისთვის, მაგალითად, ფინელებისთვის, რომელთა ნატო-ში გაწევრიანება წინა მთავრობამ შეაფერხა.

რომულუშ რუსინ-სენდის განცხადებით, მას, როგორც სამხედრო პირს, წინა ადმინისტრაციის დამოკიდებულებას მიუღებლად მიაჩნია.

„რუსებს კარს ვუხურავთ“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურმა „უკანა კარიდან შემოსვლა სცადა“.