დიდი დიღმიდან დიდუბემდე ტრამვაის ხაზის მშენებლობის ტენდერში თურქულმა კომპანიამ გაიმარჯვა - Palitra News

დიდი დიღმიდან დიდუბემდე ტრამვაის ხაზის მშენებლობის ტენდერში თურქულმა კომპანიამ გაიმარჯვა

2026-07-15 20:27:00+04:00

დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დამაკავშირებელ ტრამვაის ხაზის მშენებლობის ტენდერში თურქეთში რეგისტრირებულმა ერთობლივმა საწარმომ გაიმარჯვა. დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, ტენდერში მონაწილეობა ოთხმა მსხვილმა კომპანიამ მიიღო, რომელთაგანაც სამი თურქეთში, ერთი კი ჩინეთშია რეგისტრირებული. პროექტი ხელშეკრულების ხელმოწერიდან 36 თვეში უნდა დასრულდეს.