საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ურთიერთკრიტიკის ფონზე მხარეები განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებენ - Palitra News

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ურთიერთკრიტიკის ფონზე მხარეები განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებენ

2026-07-15 20:32:21+04:00

ევროკავშირს საქართველო იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი - ურთიერთკრიტიკის ფონზე, ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოსთან დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ. როგორც ამბობენ, ქართული მხარე არგუმენტირებულ, მსჯელობაზე დამყარებულ, სამართლიან ურთერთობას მიესალმება, თუმცა მდგომარეობის გამოსწორებას, სწორედ ბრიუსელისგან ელიან. პოზიციას არ ცვლის ევროკავშირიც. უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის შეფასებით, ბრიუსელი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის რეალურ შესაძლებლობას პრაქტიკულად ვეღარ ხედავს, ევროპული გაერთიანება კი - მხარდაჭერის მთავარ ადრესატად ქართველ ხალხს მიიჩნევს.