„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ თანამდებობის პირების მიერ დეკლარირებული საჩუქრების შესწავლის შედეგებს აქვეყნებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული, 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის აპრილამდე პერიოდში 379-მა თანამდებობის პირმა 24 მილიონი ლარის ოდენობის საჩუქარი მიიღო. ორგანიზაციის ინფორმაციით, თანამდებობის პირებმა ფულადი საჩუქრის სახით 11 მილიონი ლარი მიიღეს, ხოლო უძრავი ქონების სახით 12 მილიონი ლარი. ასევე, საჩუქრად მიიღეს ავტომობილები, იარაღი და სამკაული. უწყებების მიხედვით, ჯამურად ყველაზე მეტი ღირებულების საჩუქარი მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ - 2 მლნ, 300 000 ლარი. ორგანიზაციის ცნობით, საჩუქრების 60 პროცენტზე მეტი, მშობლებისგანაა მიღებული.