პუტინისა და ცხინვალის დე ფაქტო ლიდერის შეხვედრას ოპოზიცია რუსეთის ანექსიის პოლიტიკის გაღრმავებად აფასებს - Palitra News

პუტინისა და ცხინვალის დე ფაქტო ლიდერის შეხვედრას ოპოზიცია რუსეთის ანექსიის პოლიტიკის გაღრმავებად აფასებს

2026-07-15 20:37:07+04:00

დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან პუტინის შეხვედრის შემდეგ - ოპოზიცია რუსეთის ანექსიის პოლიტიკის გაღრმავებაზე საუბრობს. კრემლის ინფორმაციით, პუტინმა კამბოლოვს მოახლოებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ მხარდაჭერაც გამოუცხადა. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, რუსეთის მიერ საკუთარი მაღალჩინოსნების დაწინაურება და ბოლო პერიოდში გაფორმებული შეთანხმებების განხორციელება მიზნად ისახავს რეგიონის რუსულ სახელმწიფო სისტემაში კიდევ უფრო ღრმა ინტეგრაციას. ოპოზიციური პარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად რუსეთის ქმედებებს მკაფიო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მისცეს.