დგას თუ არა კითხვის ნიშნის ქვეშ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი - Palitra News

დგას თუ არა კითხვის ნიშნის ქვეშ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი

2026-07-16 09:57:20+04:00

ევროპელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გზავნილები „ქართული ოცნების“ მისამართით არ წყდება. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, კი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ევროკავშირს საქართველო იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი - ასეთი მმართველი გუნდის პოზიცია. ურთიერთკრიტიკის ფონზე, ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოსთან დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ. მათი თქმით, ქართული მხარე არგუმენტირებულ, მსჯელობაზე დამყარებულ, სამართლიან ურთერთობას მიესალმება, თუმცა მდგომარეობის გამოსწორებას, სწორედ ბრიუსელისგან ელიან. პოზიციას არ ცვლის ევროკავშირიც. კაია კალასის შეფასებით, ბრიუსელი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის რეალურ შესაძლებლობას პრაქტიკულად ვეღარ ხედავს, ევროპული გაერთიანება კი - მხარდაჭერის მთავარ ადრესატად ქართველ ხალხს მიიჩნევს. ოფიციალური ბრუსელის პოზიციას იზიარებენ ოპოზიციაში.