თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის მორიგი სასამართლო პროცესი 11 საათზე გაიმართება. სასამართლო პროცესამდე ერთი დღით ადრე კი ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა განაცხადა, რომ ვინც დანაშაულს ჩადის ის ციხეში უნდა იჯდეს. ამ სიტყვებით პარლამენტის თავმჯდომარე მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება ოპოზიციის დაშლის მცდელობაა.