თბილისის ეროვნულ პარკში პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ ამავე თემატიკის ნამუშევრები ესეს, ფოტოსურათის ან ნახატის სახით. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნების დაცვის კულტურის პოპულარიზაცია, ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაძლიერება და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობის შესახებ ცოდნის გაღრმავება.