დონალდ ტრამპი - ირანმა ამერიკის მოქალაქეს, რომელიც 2024 წელს მძინარე ჯო ბაიდენის „პრეზიდენტობისას“ დააკავეს, ქვეყნის დატოვების უფლება მისცა - Palitra News

დონალდ ტრამპი - ირანმა ამერიკის მოქალაქეს, რომელიც 2024 წელს მძინარე ჯო ბაიდენის „პრეზიდენტობისას“ დააკავეს, ქვეყნის დატოვების უფლება მისცა

2026-07-16 10:08:00+04:00

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა 2024 წელს დაკავებული აშშ-ის მოქალაქე გაათავისუფლა.

„ირანმა ამერიკის მოქალაქეს, რომელიც 2024 წლის დეკემბერში დააკავეს, მძინარე ჯო ბაიდენის „პრეზიდენტობისას“, ქვეყნის დატოვების უფლება მისცა. ის ირანის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოდ იმყოფება და კარგ მდგომარეობაშია“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

მისი თქმით, აშშ ირანის მხრიდან კეთილი ნების ჟესტს აფასებს.

დონალდ ტრამპმა აშშ-ის მოქალაქის ვინაობა არ დაასახელა, თუმცა ადვოკატის ცნობით, ირანმა 53 წლის ამერიკელი ქალი, დენა კარარი გაათავისუფლა.

ადვოკატის, ჯარედ გენსერის განცხადებით, დენა კარარი ირანში ჯაშუშობისთვის „ყალბი ბრალდებების“ საფუძველზე იყო დაკავებული.

NBC News-ის ინფორმაციით, ამჟამად ირანში ხუთი აშშ-ის მოქალაქეა დაკავებული.