პრეზიდენტის სასახლეში თურქმენეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა - Palitra News

პრეზიდენტის სასახლეში თურქმენეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

2026-07-16 11:48:52+04:00

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი, სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქმენეთის პრეზიდენტსა და დელეგაციის წევრებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი დახვდა.

თურქმენეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. სერდარ ბერდიმუჰამედოვს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დახვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილია თურქმენეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან. „ლიდერები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონულ დღის წესრიგს განიხილავენ”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხვალ დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და სერდარ ბერდიმუჰამედოვის პირისპირ შეხვედრა. ასევე, გათვალისწინებულია მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები.