სამართალდამცველებმა აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს. მამაკაცი ტაჯიკეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე, თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა.სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.