სად ცხოვრობს ყველაზე მეტი მილიონერი - Palitra News

სად ცხოვრობს ყველაზე მეტი მილიონერი

2026-07-16 14:02:16+04:00

მსოფლიოს მილიონერების 41% აშშ-ში ცხოვრობს, მეორე ადგილზე კი ჩინეთია. მხოლოდ 2025 წელს, კიდევ ერთი მილიონი ადამიანი გახდა მილიონერი, რითაც მსოფლიოში მილიონერების რაოდენობა 57.5 მილიონამდე გაიზარდა - ამის შესახებ ირკვევა Visual Capitalist-ის მიერ მომზადებული რეიტინგიდან. კვლევა აჩვენებს, რომ მსოფლიოს 20 ქვეყნიდან, სადაც ყველაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს, 10 ევროპული სახელმწიფოა. თუმცა, პირველობა მილიონერების სიმრავლის თვლსაზრისით აშშ-ს ერგო, სადაც გასულ წელს 23 მილიონზე მეტი მილიონერი ცხობრობდა. მეორე ადგილზეა ჩინეთი, სადაც დემოკრატიული ამერიკისგან განსხვავებით სულ 5 305 000 მილიონერი ჰყავთ. მესამე პოზიციას კი მილიონერების რაოდენობით იაპონია იკავებს, სადაც დაახლოებით 3 მილიონი მილიონერი დაითვალეს. ევროპული ქვეყნებიდან ყველაზე მეტი მილიონერი გერმანიაშია, მას მოსდევს გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში საქართველოს ორი მეზობელი ქვეყანა - თურქეთი და რუსეთიც - მოხვდა. კერძოდ, რუსეთი მე-19 ადგილზეა, სადაც დაახლოებით ნახევარი მილიონი მილიონერი ცხოვრობს, თურქეთი კი 93 000 მილიონერით 30-ე ადგილს იკავებს.