რატომ ისმის ევროპელი პარტნიორებისგან კრიტიკული გზავნილები ? - Palitra News

რატომ ისმის ევროპელი პარტნიორებისგან კრიტიკული გზავნილები ?

2026-07-16 15:50:11+04:00

ევროპელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გზავნილები „ქართული ოცნების“ მისამართით არ წყდება. საქართველოს ევროინტეგრაციის პრიცესი, კი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ევროკავშირს საქართველო იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი - ასეთი მმართველი გუნდის პოზიცია. ურთიერთკრიტიკის ფონზე, ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოსთან დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ და მდგომარეობის გამოსწორებას, სწორედ ბრიუსელისგან ელიან. პოზიციას არ ცვლის ევროკავშირიც, რომელიც გართულებულ ურთიერთობაზე პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს.