რას აცხადებს ნიკა გვარამია ოპოზიციურ ალიანსში არსებული უთანხმოებების ფონზე - Palitra News

რას აცხადებს ნიკა გვარამია ოპოზიციურ ალიანსში არსებული უთანხმოებების ფონზე

2026-07-16 15:51:59+04:00

ოპოზიციურ ალიანსში არსებული უთანხმოებების ფონზე, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გაერთიანების მომავალზე სერიოზული საუბრის დრო დადგა. როგორც ცნობილია, უახლოესს დღეებში ოპოზიციური გაერთიანების წევრები შეკრებას გეგმავენ, სადაც უნდა გადაწყდეს, როგორი იქნება მათი ბრძოლის ახალი ეტაპი და ვინ რჩება საერთო შეთანხმების ერთგული და ვინ არა. თუმცა, ალიანსის ერთ-ერთი წევრი ნაციონალური მოძრაობა - აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საქმიანი თანამშრომლობისთვის შესაბამისი გარემო არ არსებობს. პარტიაში აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ მუდმივი თავდასხმების ფონზე საერთო მუშაობა შეუძლებელია და სწორედ ეს გახდა ურთიერთობების გართულების მთავარი მიზეზი. პარტიაში აღნიშნავენ, რომ ისინი ამ შეხვედრას არ დაესწრებიან, თუმცა ამ დროისთვის ვერ აკონკრეტებენ, როგორ გაგრძელდება ურთიერთობა ალიანსთან.