ლევან ყურაშვილი - ომის მოგება კონკრეტულ სახელსა და გვარზე არაა დამოკიდებული - ფედოროვი იქნება თუ არა მინისტრი და სირსკი იქნება თუ არა მთავარსარდალი, ამით რუსების საქმე კარგად არ წავა, რაც შეეძლოთ, ყველაფერი ქნეს და მეტი არ შეუძლიათ - Palitra News

ლევან ყურაშვილი - ომის მოგება კონკრეტულ სახელსა და გვარზე არაა დამოკიდებული - ფედოროვი იქნება თუ არა მინისტრი და სირსკი იქნება თუ არა მთავარსარდალი, ამით რუსების საქმე კარგად არ წავა, რაც შეეძლოთ, ყველაფერი ქნეს და მეტი არ შეუძლიათ

2026-07-16 20:21:38+04:00

ფედოროვი იქნება თუ არა მინისტრი და სირსკი იქნება თუ არა მთავარსარდალი, ამით რუსების საქმე კარგად არ წავა. რუსებს რაც შეეძლოთ, ყველაფერი ქნეს და მეტი არ შეუძლიათ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა ლევან ყურაშვილმა უკრაინაში მიმდინარე სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ლევან ყურაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესს დრამატულად არ უნდა შევხედოთ.

„ახლა არ არის იმის დრო, რომ კატაკლიზმები მოხდეს უკრაინის შიგნით, თუმცა მე ამას არ შევხედავდი დრამატულად. ომამდეც და ომის დროსაც უკრაინაში ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე, ეს ამ ხალხის თავისებურებაა, ეს ის ხალხია, ვინც მინისტრებს ისროდა ნაგვის ურნაში. დღეს საერთოდ გაუგონარი ამბავი მოხდა, მინისტრის დასაცავად გამოსული უკრაინელი ისტორიას არ ახსოვს.

ომს არ იგებს კონკრეტული კარისკაცი, კონკრეტული გენერალი, ომს იგებს საზოგადოება. საზოგადოება უნდა იყოს ერთ მუშტად შეკრული და ამას სჭირდება ნდობა, ფედოროვს ეს ნდობა აქვს, როგორც ჩანს, სხვანაირად ვერ ვნახავდით მრავალრიცხოვან მიტინგებს. იმედი მაქვს, რომ ეს სიტუაცია დალაგდება.

აქვე ვიტყვი იმას, რომ მიუხედავად იმისა, ფედოროვი იქნება თუ არა მინისტრი და სირსკი იქნება თუ არა მთავარსარდალი, ამით რუსების საქმე კარგად არ წავა. რუსებს რაც შეეძლოთ ყველაფერი ქნეს და მეტი არ შეუძლიათ. ომის მოგება კონკრეტულ სახელსა და გვარზე არაა დამოკიდებული და ამაში ზელენსკი აბსოლუტურად მართალია, მთავარია ერთიანობა შენარჩუნდეს. ამ ომში უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს. გამარჯვებაში ვგულისხმობ იმას, რომ რუსეთმა დატოვოს უკრაინის ტერიტორია. მთავარია, ეს მოხდეს რაც შეიძლება ეფექტურად და მალე“, - განაცხადა ლევან ყურაშვილმა.