უნგრეთმა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოს რუსეთთან ურთიერთობების გამოძიება დაიწყო.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას უნგრული მედია ავრცელებს.
მისი თქმით, პეტერ სიიარტოს რუსეთთან ურთიერთობების გამოძიება დაიწყო, რომლებიც მადიარმა აქამდე როგორც „ღალატი“, ისე დაახასიათა.
როგორც მედია წერს, ამ მომენტისთვის მადიარი დამატებით დეტალებს არ იძლევა, რადგან პრეცედენტის შექმნა არ სურს იმის გამო, რომ საქმეში ბევრი გასაიდუმლოებული და საგარეო საქმეთა დოკუმენტია და მას პროცესზე ზეგავლენის მოხდენა არ სურს.
„როგორც კი რაიმე იქნება გასაზიარებელი, ის გასაჯაროვდება“, - განაცხადა მადიარმა.