„რიყის დოქების“ ავტორი იტალიური არქიტექტურული ჯგუფი - საერთაშორისოდ აღიარებული არქიტექტურული ნიმუშის დაკარგვა კულტურულად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება - თბილისს შესაძლებლობა აქვს პროექტი აღადგინოს და გახსნილობის სიმბოლოდ გარდაქმნას - Palitra News

„რიყის დოქების“ ავტორი იტალიური არქიტექტურული ჯგუფი - საერთაშორისოდ აღიარებული არქიტექტურული ნიმუშის დაკარგვა კულტურულად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება - თბილისს შესაძლებლობა აქვს პროექტი აღადგინოს და გახსნილობის სიმბოლოდ გარდაქმნას

2026-07-16 20:46:54+04:00

„რიყის დოქების" დემონტაჟი „კულტურულად უკან გადადგმული დიდი ნაბიჯია“. ამის შესახებ განცხადებას „რიყის დოქების“ ავტორი, იტალიური არქიტექტურული ჯგუფი Studia Fuksas ავრცელებს.

„ბოლო თვეების განმავლობაში სტუდია არაერთხელ გამოსულა საქართველოს მთავრობასთან მუშაობის წინადადებით ალტერნატიული გზების გამოსანახად, რომლებიც შეძლებენ ამ საკულტო შენობის შენარჩუნებას და ახალი ფუნქციის მონახვას, და იმის თავიდან არიდებას რაც გვჯერა რომ იქნება ნაადრევი და გამოუსწორებელი დემონტაჟი.

სამწუხაროდ, ეს შეთავაზებები უპასუხო დარჩა…

საერთაშორისოდ აღიარებული და ჯილდოების მქონე არქიტექტურული ნიმუშის დაკარგვა კულტურულად უკან გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება.

მეტიც, შენობა საჯარო სახსრებით აშენდა და მისი დემონტაჟი დამატებით საჯარო ხარჯებს მოითხოვს, იმის ნაცვლად, რომ მისი პოტენციალური ხელახლა გამოყენება და აღდგენა შევაფასოთ…

თბილისს შესაძლებლობა აქვს დაუსრულებელი პროექტი აღადგინოს და ინოვაციისა და საერთაშორისო გახსნილობის სიმბოლოდ გარდაქმნას - ხელიდან არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა,” - ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.