რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე ზეწოლა გრძელდება - უკრაინა შორი მოქმედების იარაღით სტრატეგიულ ობიექტებზე დარტყმებს აგრძელებს და აცხადებს, რომ ამ ოპერაციების მიზანი რუსეთის სამხედრო პოტენციალის შემცირებაა. პარალელურად, მნიშვნელოვანი პროცესები ვითარდება თავად უკრაინაშიც. თავდაცვის მინისტრის გადადგომამ საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც საპროტესტო აქციებიც მოჰყვა.