საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ვაშინგტონში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით საერთაშორისო მინისტერიალში მონაწილეობს. ამ ფორუმს 60-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება და ის პოლიტიკურ ტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებს ეძღვნება. მმართველი პარტიაში ამ ვიზიტს თბილისისა და ვაშინგტონის ურთიერთობებში მნიშვნელოვან პოლიტიკურ სიგნალად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მოწვევა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაგრძელების ინტერესს ადასტურებს. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ საქართველო აშშ-ში რთული საგარეო-პოლიტიკური ფონით ჩავიდა და ხელისუფლების საგარეო კურსი დასავლელი პარტნიორების მხრიდან დამატებით კითხვებს აჩენს.