ჩვენ გვყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და ძლევამოსილი სამხედრო ძალები. მე ის ჩემი პირველი ვადის განმავლობაში შევქმენი და სამწუხაროდ, ახლა იძულებულნი ვართ გამოვიყენოთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომელმაც აშშ-ის მოსახლეობას თეთრი სახლიდან მიმართა.
მისი მტკიცებით შეერთებული შტატები ირანში დიდ გამარჯვებას აღწევს.
„ირანში დიდ გამარჯვებას ვაღწევთ და თქვენ ამ შრომის ნაყოფს ძალიან, ძალიან მალე იხილავთ", - აღნიშნა ტრამპმა.
ცნობისთვის, აშშ-ის ძალები ზედიზედ მეექვსე ღამეა ირანზე საჰაერო დარტყმებს ახორციელებს.