საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის საკითხი კვლავ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში გაემგზავრა. მინისტერიალს, რომელსაც მარკო რუბიო მასპინძლობდა, 60-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო და განხილვის მთავარი თემა გლობალური უსაფრთხოება იყო. ოპოზიციის შეფასებით, ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სჭირდებოდა. მათი განცხადებით, ვაშინგტონის მთავარი მოთხოვნები კვლავ პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა გათავისუფლება, სადავო კანონების გაუქმება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა რჩებოდა. რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები ქვეყნის შიგნით.