კიევში მეორე დღეა მიხაილ ფედოროვის მხარდამჭერი აქცია გრძელდება - Palitra News

კიევში მეორე დღეა მიხაილ ფედოროვის მხარდამჭერი აქცია გრძელდება

2026-07-17 14:33:33+04:00

უკრაინის დედაქალაქ კიევის ცენტრში მეორე დღეა საპროტესტო აქციები იმართება, რომლის მონაწილეები თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მიხაილ ფედოროვის გადადგომას აპროტესტებენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას სთხოვენ, ფედოროვი ახალ მთავრობაში თანამდებობაზე დააბრუნონ და თავდაცვის მინისტრის პოსტზე იგორ კლიმენკო არ დანიშნონ.

შეკრებილებს ხელში უჭირავთ პლაკატები მიხაილ ფედოროვის მხარდაჭერის გამომხატველი შინაარსის წარწერებით და სკანდირებენ: „დეპუტატებო, დაუბრუნდით სამსახურს!“ „ფედოროვი - თავდაცვის მინისტრი!“ და „სირსკი, გადადექი!“

საპროტესტო აქცია გუშინ გვიან საღამომდე გაგრძელდა. დღეს კი მომიტინგეები ფრანკოს მოედანზე, პრეზიდენტის რეზიდენციის გვერდით კვლავ შეიკრიბნენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავდაცვის სამინისტროში მოსალოდნელი ცვლილებების კომენტირებისას, განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა და მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ ვერ შეძლეს საერთო ენის პოვნა და რომ ბრძოლის ველზე, ბრიგადებსა და მობილიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები გადაუჭრელი დარჩა. ზელენსკიმ მოგვიანებით განაცხადა, რომ პარლამენტს თავდაცვის მინისტრად ევგენ ხმარას დანიშვნას შესთავაზებს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელია. პრეზიდენტის ბრძანებით, ის უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობას შეასრულებს.