აშშ-ში გამართულ მინისტერიალში მაკა ბოჭორიშვილის მარკო რუბიოს მიწვევით მონაწიელობა ქართული ოცნებისთვის არის არგუმენტი იმისა, რომ საქართველო საერთაშორისო ურთიერთობებიდან იზოლირებული არ არის. ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებით, სიმბოლურია, როდესაც აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე საუბრის ფონზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის სახელმწიფო მდივნის გვერდით დგას. მაკა ბოჭორიშვილის მინისტერიალზე გამოსვლით უკმაყოფილოა ქართული ოპოზიცია. მათი განცხადებით, საგარეო უწყების მინისტრმა საერთაშორისო ასპარეზზე შიდა პოლიტიკური საკითხების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება სცადა. შესაძლოა თუ არა ორ ქვეყანას შორის სტარტეგიული პარტნიორობის აღდგენა?