თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში დასრულდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, თურქმენეთის პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააცილა. „სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თურქმენეთის პრეზიდენტის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდა.