უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ 12 გემს შეუტიეს - Palitra News

უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ 12 გემს შეუტიეს

2026-07-17 15:32:43+04:00

უკრაინულმა ძალებმა დღეს შავ ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ 12 გემს შეუტიეს, - ამის შესახებ უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, რობერტ „მადიარ“ ბროვდიმ ტელეგრამ არხზე განაცხადა. მისი თქმით, დაზიანებულ გემებს შორის 9 მშრალი ტვირთმზიდი გემი, ერთი ნავთობტანკერი, გაზის გადამზიდი 2 ხომალდი და ერთი საბუქსირე გემია. ბროვდის თქმით, ოპერაცია, კოდური სახელწოდებით „მოლოჩკა“, 6 ივლისიდან მიმდინარეობს და მისი მიზანი აზოვისა და შავი ზღვების ტერიტორიაზე მოქმედი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ განადგურებაა. ბროვდის ინფორმაციით, ამ პერიოდში უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა 159 გემს შეუტიეს. აქედან 117 გემს აზოვის ზღვაში, 42 კი - შავ ზღვაში დაარტყეს.