შესაძლებელია თუ არა აშშ-სა და საქართველოს შორის სტარტეგიული პარტნიორობის აღდგენა? - Palitra News

შესაძლებელია თუ არა აშშ-სა და საქართველოს შორის სტარტეგიული პარტნიორობის აღდგენა?

2026-07-17 21:11:36+04:00

ვაშინგტონში გამართული მინისტერიალი და მის გარშემო საქართველოში უკვე დაწყებული პოლიტიკური დებატები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ გამართულ მინისტერიალს დაესწრო, სადაც 60-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მმართველი გუნდი ვიზიტს ვაშინგტონთან ურთიერთობების დათბობის მორიგ ნიშნად აფასებს და ამბობს, რომ ეს პასუხია ბრალდებაზე, თითქოს საქართველო საერთაშორისო იზოლაციაშია. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება რეალური შედეგების ნაცვლად, მხოლოდ პოლიტიკური შთაბეჭდილების შექმნას ცდილობს.